ტურიზმის სექტორი მთავრობას მიმართავს და შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციას ღია წერილით მიმართავენ და 5 პუნქტიან გეგმას სთავაზობენ. რეკომენდაციები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე დაყრდნობით არის შემუშავებული და ეკონომიკური აქტივობის უსაფრთხო გახსნას გულისხმობს.

გთავაზობთ წერილს სრულად:

„თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რის წინაშეც გამკლავება გვიწევს პანდემიიდან და მის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე.

ჩვენ, კერძო სექტორის წარმომადგენლები არ ვეთანხმებით 22.01.2021-ში მიღებულ გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. გთავაზობთ ჩვენს ხედვას 2021 წლის ტურიზმის აღდგენის სწრაფი და უსაფრთხო გზებით. აქვე დავძენთ, რომ ეს მინიმალური ნაბიჯები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მთლიანად ტურიზმის სექტორისთვის, ყველა ნაბიჯზე გვაქვს ხანგრძლივად ნაფიქრი და რეკომენდაციები მოძიებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების არსებული მაგალითებიდან, რაც უკვე მუშაობს და საკმაოდ კარგი შედეგებიც დადო.

ტურიზმის სექტორის რეკომენდაციები:

1. ზამთრის კურორტების გახსნა 1 თებერვლიდან (მობილობა მაღალი უკვე ვეღარ იქნება, ეკიპირებული ადამიანი არ არის ვირუსის გადატანის საფრთხე, სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კოვიდ უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთის ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ეპიდ-მდგომარეობა არ გაუარესებულა)

2. საზღვრების გახსნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო – შემდეგი რეგულაციებით:

ა) ქვეყანაში მივიღოთ ის უცხოელი ვიზიტორები, ვინც საზღვარზე წარმოადგენს:
ა1) ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელ საბუთს;
ა2) PCR ტესტს, გამოფრენამდე არა უგვიანეს 72 საათისა;
ა3) წარმოადგენს საბუთს, რომ აქვს ანტისხეულები, ანუ არის უკვე კოვიდ გადატანილი (უახლოესი 6 თვის მანძილი);

ბ) ყველა უცხოელ ვიზიტორს, რომელსაც არ აქვს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია, საზღვარზე გაუკეთდეს სწრაფი ტესტი. (ინდივიდუალური მოგზაურები თავად გადაიხდიან ტესტის თანხას, ტურისტული კომპანიით მოწვეული ტურისტებს კომპანია დაუფარავს ტესტის თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თვითღირებულებას);

გ) საზღვრების გახსნა უახლოეს პერიოდში ზუსტი თარიღების მითითებით, (რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის) შესაბამისად, ვაქცინის დამადასტურებელი საბუთით ან PCR ტესტის დამადასტურებელი საბუთით, ანტისხეულის დამადასტურებელი საბუთით ან ჩაუტარდეს ადგილზე სწრაფი ტესტი. იგივე პრინციპით მოხდეს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, რაც ხელს შეუწყობს გამყვანი ტურიზმის აღდგენას. (ამ დრომდე საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები ექვემდებარებიან თვითიზოლაციას);

დ) აღდგეს სახმელეთო მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან იგივე რეგულაციებით საზღვარზე.

3. სასწრაფოდ შემუშავდეს კოვიდ დაზღვევის პროგრამა უცხოელი ვიზიტორებისთვის.

ეს დამატებით შემოსავალს გაუჩენს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე დამატებითი შემოსავალი გაჩნდება ქვეყნისთვისაც, ასევე მოაგვარებს პრობლემას ვინ და რა სახსრებით მკურნალობს ვიზიტორს, თუ საქართველოში ყოფნის დროს დაუდგინდა კოვიდ ვირუსი. დაზღვევის პაკეტები შესაძლებელია იყოს განსხვავებული ფასის შესაბამისად განსხვავებული დაფინანსებით.

4. რეგულარული რეისების აღდგენისთანავე გაიხსნას რესტორნები, მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები რეგულაციების მკაცრი დაცვით და კონტროლით.

5. უახლოეს მომავალში აუცილებლად შედგეს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის ჩართულობით, რომ სწრაფად, სწორად, უსაფრთხოდ და ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს 2021 წლის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება“, – ნათქვამია ტურიზმის სექტორის მიერ შემუშავებულ ღია წერილში.

ღია წერილის და ეკონომიკური აქტივობის განახლების რეკომენდაციები სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის, საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის, საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაციის, სატრანსპორტო კომპანიების და ტუროპერატორების: კავკაზუს თრეველის; ლივინგ რუთს თრეველის; გეორგიკა თრაველის; ინსაით ჯორჯიას; კონკორდ თრეველის; ეგზო ტურის; ომნეს ტურის; ექსპლორ ჯორჯიას; იბერია ტურს პლიუსის; ჯორჯიან ჰოლიდეისის; ნოვა ტურსის; კლარკ ენდ რობინსონის ინიციატივით შემუშავდა.

ჯაღმაიძე ხალხს რაზმავს, მკვდარი თუ მნახეთ, მიხვდებით, ვისგანაც მოდის – გამზარდია

ტელეკომპანია კავკასიის წამყვანი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მის წინააღმდეგ...

„ჰესები ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა“ – გიგა ბოკერია ნამახვანჰესზე

„ჰესები ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა“ - ასე ეხმაურება, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა...

რატომ დაგვიანდა საქართველოში ვაქცინის შემოტანა – კოვაქს პლატფორმის განმარტება

კოვაქს პლატფორმამ "ფორმულას" განუმარტა, რატომ გადავადდა საქართველოში ვაქცინის შემოტანის საკითხი და რაზეა ეს დამოკიდებული. კოვაქსი...

პაატა იმნაძე შეცდომად მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით არ დაიწყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე შეცდომად თვლის, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია ჩინური...

სიტუაციის ბრალია, დეფიციტია ბაზარზე – თენგიზ ცერცვაძე ვაქცინის დაგვიანებაზე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვაქცინის დაგვიანებას "სიტუაციით" და ვაქცინების დეფიციტით ხსნის. "ჩვენ უნდა გავაკეთოთ...

მაქვს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება ახალი არჩევნების ჩატარებაზე ფიქრობს – ბესელია

ქართული ოცნების ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, მმართველი პარტია ახალი არჩევნების ჩატარებაზე ფიქრობს. "ღარიბაშვილს არ...

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს. ჩამსხვრეულია მინები და კარი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. გავრცელებული ინფორმაციით,...

თუ გვინდა ევროპული ვაქცინა, მოვიცადოთ, ან არ ვთქვათ უარი ჩინურზე – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე ამბობს, რომ ვაქცინაცია 103 ქვეყანაში დაიწყო, მათ უმეტესობაში კი...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო