ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ორპირი-ცუცხვათის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა, ერთი მგზავრი კი მსუბუქად დაშავდა. ავარია წუხელ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაღუპული მძღოლები ერთმანეთის თანასოფლელები და ახლობლები იყვნენ.