“გაუგებარი ნაბიჯია” – ასე აფასებს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” უარს ევროკავშირის დახმარებაზე. ამის შესახებ ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.
“განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე, მოსახლების დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია.
ეკონომიკური არგუმენტი ვალის შემცირების აუცილებლობაზე ანალიზს ვერ უძლებს” – აცხადებს ზურაბიშვილი.