„სამწუხაროდ, რუსეთმა უარი თქვა სააღდგომო ზავის წინადადებაზე. ეს კარგად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ არიან დაკავშირებული ამ სახელმწიფოს ლიდერები ქრისტიანულ რწმენასთან, ერთ-ერთ ყველაზე სასიხარულო და მნიშვნელოვან დღესასწაულთან. მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს – იმედი მშვიდობისა, იმედს, რომ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს”

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, გუშინ რუსეთმა უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის წინადადებაზე უკრაინაში 4-დღიანი “სააღდგომო ჰუმანიტარული პაუზის“ დაწესების შესახებ.