“უახლოეს თვეებში არცერთი მხრიდან სერიოზული გარღვევა არ იქნება“–ბრიტანული დაზვერვის უფროსი უკრაინის ომზე

უახლოესი თვეების მანძილზე რუსეთ–უკრაინის ომში აშკარა წარმატება არცერთი მხრიდან არ იქნება. ამის შესახებ ბრიტანული სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, ჯიმ ჰოკენჰალმა ბიბისი–სთან ინტევიუში განაცხადა.

მან გაიხსენა, რას აკეთებდა უშუალოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე და მას შემდეგ. მან აღნიშნა, რომ 23 თებერვალს გვიან საღამომდე მუშაობდა. შუაღამისას სახლში ველოსიპედით მივიდა და დაახლოებით 1:00 საათამდე ეძინა. ერთი საათის შემდეგ კი სატელეფონო ზარმა გააღვიძა, რომლითაც შეატყობინეს უკრაინის საზღვარზე უცნაური მოვლენების შესახებ. ამიტომაც კვლავ ველოსიპედზე დაჯდა და სამსახურში წავიდა.

მალევე მიიღო დადასტურება, რომ რუსული ჯარი მართლაც შეიჭრა უკრაინაში. უკვე რამდენიმე წუთში 24 თებერვალს ჰოკენჰალმა პრემიერ ჯონსონს და თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესს მოახსენა, რომ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმსხვილესი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო.

ბრიტანული სამხედრო დაზვერვის გენერალი მართავს ორგანიზაციას, რომელსაც მუდმივად აქვს საქმე გასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან. უკრაინაში ომმა მისი საქმიანობა უფრო მნიშვნელოვანი გახადა.

გენერალმა აღიარა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრა გასული წლის ნოემბერში უკვე სარწმუნოდ მოეჩვენა. სწორედ მაშინ იფიქრა პირველად, რომ ეს მართლაც მოხდებოდა.

ომამდე ერთი კვირით ადრე მან უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო და ტვიტერზე გამოაქვეყნა რუკა, რომლითაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეგმები იწინასწარმეტყველა. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ იყო, თუმცა გენერალი დარწმუნებული იყო, რომ ასეთი ინფორმაცია უნდა გასაჯაროებულიყო.

“მნიშვნელოვანია სიმართლე თქვა მანამდე, სანამ ტყუილი გამოჩნდება“– ასე ხსნის საკუთარ გადაწყვეტილებას ჰოკენჰალი.

ომის დაწყების შემდეგ ბრიტანული სამხედრო დაზვერვა ყოველდღიურად აქვეყნებს ანგარიშს ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ. თუმცა,დაზვერვა ზუსტი მეცნიერება არ არის და მისი ვარაუდები სხვადასხვა ალბათობებს ეფუძნება, ზოგიერთი მოვლენა კი ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურებისთვისაც მოულოდნელობა აღმოჩნდა.

ჰონეკალის თქმით, ყველა მოლოდინს გადააჭარბა დასავლეთის ქვეყნების ერთიანობამ და უკრაინული არმიის წინააღმდეგობის ძალამ. ასევე მოულოდნელობა აღმოჩნდა რუსული არმიის ასეთი მარცხი, მეთაურობა, მართვის სისტემა და გაუმართავი ლოჯისტიკა. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ასევე მძიმე მდგომარეობაშია მათ საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის გამო სტრატეგიულ და ტაქტიკურ დონეზე.

ის გამოთქვამს რწმენას, რომ რუსი პოლიტიკოსები და სამხედროები ერთმანეთს არ ენდობიან.

ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი აღიარებს, რომ გაოცებულია, იმ პრობლემების რაოდენობით, რაც რუსულ არმიას ერთდროულად აღმოაჩნდა.

ის თვლის, რომ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ “შავ–თეთრ“ მიდგომას ამ ომის შეფასებისას: რომ ერთ–ერთი მხარე გაიმარჯვებს ან დამარცხდება, ან კონფლიქტი “პატურ“ ფაზაში შევა.

ის აღნიშნავს, რომ რუსეთი აშკარად ცდილობს დიდი რაოდენობით ჯარის შეკოწიწებას და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. მას უწევს ფორმირებების ნაწილი დონბასიდან სამხრეთის ფრონტზე გადაისროლოს, სადაც ბრიტანელი გენერლის შეფასებით ის უკრაინული ძალების მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ არის ხერსონში.

თუმცა, ჰოკენჰალი თვლის, რომ სამხრეთით უახლოესი თვეების განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. მას სრულად ესმის უკრაინის სურვილი, დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორია, თუმცა პრონოზირებს, რომ ვერცერთი მხარე ამ მონაკვეთში გადამწყვეტ წარმატებას ჯერჯერობით ვერ მოიპოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე შეტევას და კონტრშეტევას არაერთხელ განახორციელებს.

ბრიტანეთის დაზვერვის მეთაური მოგვიწოდებს გაჭიანურებული კონფლიქტისთვის მოვემზადოთ.

New York Times:ამერიკული სპეცსამსახურები თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინა მონაწილეობდა

ამერიკული გაზეთი New York Times ამერიკული სპეცსამსახურებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს,რომ აშშ–ს დაზვერვის აზრით...

“საფრთხე ძალიან მაღალია“–ვიოლა ვონ კრამონი რუსების საქართველოში მასობრივ შემოსვლაზე

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება დაიწყო. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური...

სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ზღვარზეა, რის მერეც სიცოცხლის მოსპობა გველოდება – უცხოელი ადვოკატი

სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები არის ზღვარზე, რის მერეც ჩვენ კოლაფსი გველოდება. კოლაფსში მისი სიცოცხლის მოსპობას...

უკრაინელებმა ხერსონში დაბომბეს სასტუმრო, სადაც “ფეესბეს“ წარმომადგენლები ცხოვრობდნენ

ოკუპირებულ ხერსონში უკრაინულმა ძალებმა სასტუმრო დაბომბეს, სადაც რუსეთის “ფეესბეს“  წარმომადგენლები  და მაღალჩინოსანი სამხედროები იყვნენ...

დააკავეს თსუ-ს ბუღალტერი, რომელმაც უნივერსიტეტის ანგარიშიდან ახლობელს 165 000 გადაურიცხა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ბუღალტერი და "მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი" სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით...

NASA-ს აპარატის შეჯახების შემდეგ ასტეროიდ Dimorphos–ს “კუდი“ გაუჩნდა და კომეტას დაემსგავსა

ჩილეს უდაბონო ატაკამაში დამონტაჟებულმა ტელესკოპმა გადაიღო  ნამსხვრევებისგან ფორმირებული 10 ათას კილომეტრიანი “კუდი,“ რომელიც ასტეროიდ...

პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის საკუთრებაში გადაყვანის ბრძანება გამოსცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) ობიექტების რუსეთის საკუთრებაში გადაყვანის ბრძანება გამოსცა. ...

მკაფიო იყოს მისი განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე – მდინარაძე დეგნანს მიმართავს

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები,...

მეცნიერების გათვლებით დედამიწაზე ახალი სუპერკონტინენტი ჩამოყალიბდება. დასახელებულია ვადაც

ახალი კვლევის ფარგლებში ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტექტონიკური ფილების მდუმივი მოძრაობა ადრე თუ გვიან კონტინენტების შეჯახებას გამოიწვევს და წარმოიქმნება ახალი კონტინენტი, შუაში დიდი უდაბნოთ....

საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ...

ალა პუგაჩოვამ მოსკოვთან მდებარე სასახლე გასაყიდად გამოიტანა და რუსეთი კვლავ დატოვა

რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ გადაწყვიტა გაყიდოს მისი საყოველთაოდ ცნობილი სასახლე სოფელ გრიაზში, მოსკოვიდან 40 კილომეტრში. სასახლის ღირებულება 1 მილიარდი რუბლი, ანუ 16 მილიონი დოლარია....