“გუშინ კვლავ ველაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკის. და იცით, რა თქმა უნდა, მე მესმის, რასაც ამბობს ის NATO-ზე. ყველამ ბევრჯერ თქვა და ჩვენ პუტინს ნათლად ვუთხარით, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსი არ არსებობს.

მაგრამ გადაწყვეტილება უკრაინის მომავლის შესახებ უნდა იყოს დამოკიდებული უკრაინელ ხალხზე და ვოლოდიმირ ზელენსკიზე, როგორც მათ მიერ არჩეულ ლიდერზე, და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ”

განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა. ცნობისთვის, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა NATO-ში ვერ გაწევრიანდება და ეს უნდა აღიაროს.