უახლოეს საათბში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარი – გაფრთხილება ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მომდევნო რამდენიმე საათში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნაწილში ელჭექისა და სეტყვის გაძლიერებაა მოსალოდნელი.

“უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისში, შიდა ქართლში , ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს”, – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.