„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამომრჩეველს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღოს და საპროტესტო აქციებს შეუერთდეს.
მისი თქმით, ხვალ 12 საათზე ოპოზიცია შეიკრიბება და 21 ნოემბრის აქციის ფორმის შესახებ საბოლოო გეგმას გააცნობს საზოგადოებას.
„21 ნოემბერს არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი და პარტია არ მონაწილეობს ამ გაყალბებულ არჩევნებში მიუხედავად იმისა, რომ კანონით მეორე ტურში გასული ყველა კანდიდატი ბიულეტენში ამომრჩეველს დახვდება. მაგრამ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომ არ ვმონაწილეობთ მეორე ტურში. რაც შეეხება საპროტესტო აქციას 21-ში, სხვადასხვა ვარიანტს ვიხილავთ. ხვალ 12:00 საათზე ვიკრიბებით და საბოლოო განრიგი ეცოდინება საზოგადოებას. მოვუწოდებ მოსახლეობას, 21 ნოემბერს არ მიიღონ მონაწილეობა ამ სიყალბეში და პირიქით, მიიღონ მონაწილეობა საპროტეტსო აქციაში”, – განაცხადა გიგი უგულავამ.