უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ევროპარლამენტში საერთოდ არ განიხილება, საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვას მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს ცუდი მმართველობის გამო – ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს და ბალკანეთის ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.
„ეს საკითხი ევროპარლამენტში საერთოდ არ განიხილება და ვფიქრობ, ეს დებატები საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვას მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს ცუდი მმართველობის ან პოლიტიკური ელიტის ცუდი ქცევის გამო. ამასთანავე, რამდენადაც მე ვიცი, ეს არ არის გერმანიის იდეა, მე ვიცი, რომ საფრანგეთის წარმომადგენლებს აწუხებთ თავისუფალ სავიზო რეჟიმი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო გერმანიის კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვიოლა ვონ კრამონმა.