აპრილში მომხდარი უთანხმოების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. დიალოგს ზელენსკიმ “კარგი, კონტრუქციული და მნიშვნელოვანი” უწოდა.
გერმანული მედიის ცნობით, ზელენსკიმ შტაინმაიერი უკრაინაში მიიწვია. მან გერმანიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ძლიერი მხარდაჭერისთვის და მიაწოდა ინფორმაცია ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ.
შტაინმაიერის ოფისის განცხადებით, წარსულის გაღიზიანება მოიხსნა და პრეზიდენტები შეთანხმდნენ მჭიდრო კონტაქტზე.
ცნობისთვის, შტაინმაიერმა აპირებდა კიევში ვიზიტს აპრილში, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად, თუმცა უკრაინამ მისი სტუმრობა არ ისურვა. ამის გამო კიევში ჩასვლაზე უარი თქვა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც.