დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო, თუმცა ამას ხელი არჩევნების მეორე ტურმა შეუშალა.
მისივე თქმით, ილუზიას ნუ შევიქმნით, რომ 3000-დან ინფიცირებულთა რაოდენობა უცებ 1000-ზე ჩამოვა.
„ქვეყანაში რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, შეზღუდვები უნდა დაგვეწესებინა. მაგრამ იმის გამო, რომ პოლიტიკური პროცესი ხდებოდა, ქვეყანამ დანის პირზე იარა, რადგან საკითხი არჩევნებს ეხებოდა და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ამიტომ რა თქმა უნდა, კი ბატონო, უკეთესი იქნებოდა მეორე ტური რომ არ ყოფილიყო, ეს შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში რომ დაწყებულიყო, უფრო ეფექტს მივიღებდით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალი შეზღუდვები ხვალიდან დაწესდება. გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვა შესაძლოა საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხოს.