უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ლვივის ოლქში რუსი აგენტი დააკავეს, რომელიც ოკუპანტებისთვის სადაზვერვო მონაცემებს აგროვებდა. 2022 წლის მაისში კაცმა უკრაინაში აკრძალული სოციალური ქსელის Odnoklassniki-ის მეშვეობით დონეცკის ოლქში არსებულ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებას გაუგზავნა ლიმანის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილები, გადაადგილების მეთოდები და შენიღბვის შესახებ ინფორმაცია.
უშიშროების ცნობით, იძულებით გადაადგილებული პირის საფარქვეშ იგი დასახლდა ერთ-ერთ ენერგეტიკულ ობიექტთან და განაგრძო ინფორმაციის შეგროვება მტრის სადაზვერვო სამსახურისთვის.
დაკავების დროს, კაცს აღმოუჩინეს მობილური ტელეფონი, სადაც მისი რუსებთან მმიმოწერაც იყო. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.