უკრაინამ კრასნოდარში ნავთობბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეს ნავთობის საცავზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, ტემრიუკსკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზასთან მახლობლად საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების მასიური შეტევაა მოიგერიეს.

თავდასხმის შედეგად 3 საცავს ხანძარი გაუჩნდა. კონდრატიევი ამბობს, რომ ხანძარს სირთულის მაღალი კატეგორია მიენიჭა. მომხდარის შედეგად ნავთობის საცავების 2 თანამშრომელი დაშავდა – მათ სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწიათ.

“ადგილზე გაჩნდა მაღალი სირთულის კატეგორიის ხანძარი. სამწუხაროდ დაშავებულია რამდენიმე ბაზის თანამშრომელი, მათ გაუწიეს სამედიცინო დახმარება. დანარჩენი თანამშრომლები ევაკუირებულნი არიან”. – წერს გუბერნატორი.