უკრაინამ 5 კვირაში თითქმის იმდენი ტერიტორია გაათავისუფლა, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო – ამის შესახებ, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი.
ანალიტიკოსები ყოველდღიურ ანგარიშში უკრაინის კონტრშეტევებზე წერენ და აცხადებენ, რომ 4 ივნისს უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, ISW-ის შეფასებით, რომელიც ეყრდნობა საკუთარ სახმელეთო კონტროლის მონაცემებს, უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს დაახლოებით 253 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მონაცემები განსხვავდება ISW-ის გამოთვლებისგან.