“დღეს, Kongsberg Defense&Aerospace-ის პრეზიდენტთან, ერიკ ლისთან და სტორტინგის პრეზიდენტთან, მასუდ გარახანთან ერთად, ვისაუბრეთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საზენიტო სისტემების მიწოდების გაზრდაზე”,
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე აცხადებს, რომ უკრაინას მალე მეტი NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ექნება. აღნიშნული განცხადება, სტეფანჩუკმა ნორვეგიაში ვიზიტის შემდეგ გააკეთა. სტეფანჩუკი იმ საწარმოში იმყოფებოდა, სადაც NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწარმოებენ.