უკრაინას შეუძლია ჩვენზე დაყრდნობა, არ დავტოვებთ კიევს! – შოლცის და მაკრონის ერთობლივი განცხადება

უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს და მას იმედებს არ გავუცრუებთ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან ერთობლივად განაცხადეს.

შოლცი: „ორივე ვთანხმდებით, რომ უკრაინას შეუძლია ჩვენზე დაყრდნობა, უკრაინას შეუძლია ევროპაზე დაყრდნობა და ჩვენ არ დავტოვებთ კიევს.“

მაკრონი: „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის არმიის მხარდაჭერას, მისი წინააღმდეგობის გასაგრძელებლად, ომში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.“

დონალდ ტრამპმა და პუტინმა ერთმანეთთან საათნახევარი ისაუბრეს.
ორივე მხარემ დაადასტურა, რომ 30 დღით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება მიაღწიეს. თუმცა მათი საათნახევრიანი სატელეფონო საუბრის დასრულებიდან ერთ საათში კიევში აფეთქებია. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეგრამ არხებზე ვრცელდებოდა, მოგვიანებით კი  უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩართულია.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  რამდენიმე  წუთის წინ  ენერგეტიკული ობიექტი  ქალაქ სლავიანსკში ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.