“კანონის განხილვის სივრცე არის საქართველოს პარლამენტი, ჩვენ უკრაინაში ვერ ვივლით ჩვენი კანონების შესათანხმებლად, საკონსულტაციოდ ევროკავშირი გვაკმაყოფილებს”- ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი საარჩევნო რეფორმაში ენმ-ს შენიშვნებთან დაკავშირებით.
მისივე განცხადებით, “კარუსელი” არჩევნებზე 2012 წლის შემდეგ არჩევნებში აღარ არსებობს.
„ოპოზიციის იმ ნაწილმა, თავისი მდიდარი გამოცდილება ამოიღო არქივიდან, თუ როგორ აყალბებდა სამაგიდო სიებით არჩევნებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ 2012 წლის შემდეგ აბსოლუტური სიზუსტით არის ასახული ამომრჩევლის რაოდენობა და საარჩევნო სიები, რომელიც ამავდროულად არის დასურათებული. კარუსელი არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი მსუყე მექანიზმი იყო წინა და იმის წინა ხელისუფლების, 2012 წლიდან კი დამატებითი სიები საერთოდ აღარ არსებობს,“ -თქვა ქადაგიშვილმა.