უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა. ის 38 წლის იყო.

გავრცელებული ცნობებით, შურღაია ოკუპანტების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად მიღებული ჭრილობებით დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში რუსებთან ბრძოლას 11 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა.