უკრაინაში ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა

დღეს ცნობილი გახდა, რომ 2 დღის წინ  უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს  ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა. ირაკლი ქურციკიძის დაღუპვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

“უძლიერესი და უნიჭიერესი ქართველი ოფიცერი დაეცა გმირულად ორი დღის უკან, უბრალოდ არ ვწერდით იქამდე, სანამ ოჯახი არ გაიგებდა. ირაკლი ქურციკიძე უდიდესი სახელი დატოვე უკრაინაში, ძმაო, საქართველოს სასახელოდ…” – წერს ფეისბუკზე უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე.

2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში დაღუპულია 50-ზე მეტი ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.