უკრაინა არ იქნება იმედგაცრუებული ნატოს სამიტის გადაწყვეტილებით – ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გაიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ უკრაინა არ იქნება იმედგაცრუებული NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებით. ამის შესახებ პრეზიდენტმა, LRT-ს საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ვილნიუსის სამიტზე ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა ვერ მიიღოს ყველაფერი, რასაც უკრაინა ითხოვს, თუმცა მიიღებს “ძალიან ბევრს.”

ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ამ დროისთვის ალიანსში განხილვის მთავარი თემა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხია – “მაქვს განცდა, რომ ჩვენ მოვძებნით ფორმულირებას, რომელიც არ გაუცრუებს იმედებს უკრაინელებს და რომლითაც უფრო მეტს ვიტყვით, ვიდრე ჩვეულებრივ ვაჟღერებთ ხოლმე.”