უკრაინა გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ – ბორელი რუსეთთან მოლაპარაკებაზე

“უკრაინა გადაწტვეტს, როგორ მოიქცეს. ჩვენი მოვალეობაა, მათ მხარი დავუჭიროთ”. – განაცხადა, უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოსებ ბორელმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე საუბრისას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის არსებული რეალობის გათვალისწინებით.