რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრმა, უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ უკრაინული ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინას უნდა უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს სხვა ქვეყნებისგან და ამგვარად “საკუთარი, უკრაინული ნატო“ შექმნას.
“გვინდა ჩვენი უკრაინული ნატო შევქმნათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატოს ყველაზე დიდმა და ეფექტურმა ქვეყნებმა მხარი დაგვიჭირონ აგრესიის შემთხვევაში„–თქვა მან.
არახამიას თქმით, ნატოს სამი ქვეყანა – თურქეთი, გერმანია და იტალია უკვე დათანხმდნენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე.
თუმცა, მისი თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმებას ასევე შეუერთდნენ ბრიტანეთი და აშშ. მათ გარეშე, მისი თქმით, ასეთი შეთანხმების ხელმოწერას აზრი არ ექნება.
გარდა ამ ორი ქვეყნის, უკრაინისთვის ასეე მნიშვნელოვანია საფრანგეთის, ჩინეთის და თურქეთის მონაწილეობა– აღნიშნა არახამიამ.
მოგვიანებით მან განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ მიიღო წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, გარდა ყირიმის შესახებ პუნქტისა.
მისი თქმით, სავარაუდოდ შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის თურქეთში შედგება.