უკრაინა ომის დაწყებიდან მილიონმა ლტოლვილმა დატოვა – გაერო

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის, ფილიპო გრანდის ინფორმაციით, უკრაინა ერთ კვირაში მილიონმა ლტოლვილმა დატოვა. ლტოლვილი ადამიანების რიცხვმა 1 მილიონს მიაღწია.

“სულ რაღაც შვიდ დღეში ჩვენ შევესწარით უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში ერთი მილიონი ლტოლვილის გადასვლას. კიდევ მრავალი მილიონისთვის, რომლებიც უკრაინის შიგნითაა, დროა სროლა შეჩერდეს, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება”, – წერს გრანდი ტვიტერზე.

უკრაინის მოქალაქეები თავს ყველაზე ხშირად მეზობელ ქვეყნებს აფარებენ.