ფრანგულ გამოცემა Intelligence Online-ის ინფორმაციით, უკრაინა საფრანგეთისგან 40 ერთეულ Mirage-2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს მიიღებს.
ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, საფრანგეთის მთავრობამ უკვე მიიღო და ახლა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა ეს თვითმფრინავები გამოისყიდონ.
მანამდე ფრანგულმა გამოცემამ LeFigarro-მ გაავრცელა ცნობა, რომ საფრანგეთში 30 პილოტი Mirage-2000-ის მართვას სწავლობს. მათივე გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები უკვე თვეზე მეტია რაც მიმდინარეობს. გამოცემა ამტკიცებს, რომ უკრაინელი პილოტების წვრთნების გადაწყვეტილება საფრანგეთმა 8 თებერვალს, მას შემდეგ მიიღო, რაც იქ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა.