უკრაინელები კონტრშეტევას განაგრძობენ – რაზე იქნება დამოკიდებული მათი შემდგომი წარმატება

უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას განაგრძობენ და პირველი წარმატებების შესახებ იუწყებიან. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო დღეებში დონეცკის ოლქის რამდენიმე სოფელი უკვე გაათავისუფლეს.

12 ივნისს, დილით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში სოფელ სტოროჟევოეს გათავისუფლების შესახებ გამოაცხადეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა შესაბამისი ვიდეოებიც. სოფლის აღებისას უკრაინელმა სამხედროებმა 50 რუსი სამხედრო გაანადგურეს, ოთხი კი ტყვედ აიყვანეს. სტოროჟევოე 2022 წლის მარტიდან ოკუპირებულია

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ეს ინფორმაცია ტელეგრამაში დაადასტურა: „სტოროჟევოეზე ისევ ფრიალებს ეროვნული დროშა და ასე იქნება ყველა დასახლებაში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას“.– თქვა მან.

11 ივნისს ანა მალიარმა გამოაცხადა ბლაგოდატნოიეს და მაკაროვკას დასახლებების აღების შესახებ. მისი თქმით, სამხრეთში არის პროგრესი ორი მიმართულებით 300-დან 1500 მეტრამდე“.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები სოფელ ბლაგოდატნოედან, სადაც ჩანს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები დანგრეულ შენობაზე უკრაინის დროშას აღმართავენ.

ფრონტიდან მიღებული ცნობების მიხედვით, რომელსაც ადასტურებს როგორც უკრაინული, ასევე რუსული წყაროები, უკრაინის არმიის ყველაზე წარმატებული შეტევა სოფლების ველიკა ნოვოსელკასა და ვრემივკას მახლობლად, დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების საზღვართან ვითარდება.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW), ღია მონაცემებზე დაყრდნობით, თავის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინელმა ჯარებმა აიღეს ბლაგოდატნოე, მაკაროვკა და ამ ადგილას მდებარე სულ მცირე ორი სოფელი – ნესკუჩნოე და სტოროჟევო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვრემევკას რაიონში დასახლებების განთავისუფლების შესახებ მონაცემზე კომენტარს არ აკეთებს და ამ მხარეში მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესახებ თავის უახლეს ანგარიშში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ მოიგერია მტრის სამი შეტევა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ველიკა ნოვოსელკას მიმართულებით და ზაპოროჟიის სოფელ ლევადნოეს მიდამოებში.

პარალელურად ბრძოლები გრძელდება ბახმუტის მიმართულებით, სადაც უკრაინელებს ასევე წინსვლა აქვთ. დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტების გათავისუფლების შესახებ უკრაინის არმიის მიერ გახმაურებულმა ინფორმაციამ ბევრს 2022 წლის სექტემბრის მოვლენები გაახსენა, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს იზიუმთან და ხარკოვის ოლქიდან რუსები განდევნეს.

თუმცა, მიმდინარე შეტევა განსხვავდება იმ სწრაფი გარღვევისგან, რომელიც უკრაინის არმიამ შემოდგომაზე შეძლო. ამჟამინდელ კონტრშეტევაზე უკვე რამდენიმე თვეა მიდის საუბარი და მისთვის უკრაინელებთან ერთად რუსებიც მოემზადნენ. მათი თავდაცვის ხაზები მოიცავს არა მხოლოდ მრავალ კილომეტრიან თხრილებს, არამედ სიმაგრეებს, ნაღმებსა და საარტილერიო პოზიციებს.

შეტევის განვითარებაში ბევრი რამ ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად შეძლებს რუსეთის გენერალური შტაბი რეზერვების განკარგვას – ეს ადვილი ამოცანა არ არის, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთდროულად 4 მიმართულებით მიიწევენ წინ და მათი ჩანაფიქრის გამოცნობა ადვილი არ არის.

საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპერტი რუსლან შავაძე ზაპოროჟიისა და დონეცკის ფრონტის მიმართულებებზე ოპერატიული ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის არმიის მანევრების ტემპის დინამიკა უფრო და უფრო იმატებს წარმატებით, რაც ცალსახად მიუთითებს პირველრიგში მაღალ სამხედრო ინტელექტზე და სამხედრო ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობაზე.

”ოპერატიული ვითარება ზაპოროჟიისა და დონეცკის ფრონტის მიმართულებებზე.
უკრაინის არმია ეტაპობრივად ავითარებს კონტრიერიშების, ბრძოლით დაზვერვის მანევრირების მაღალ ტემპს ზაპოროჟიისა და დონეცკის ფრონტის მიმართულებებზე, რუსული საოკუპაციო ძალები დროულად ვეღარ ახდენენ რეაგირებას ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე, რის შედეგადაც უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა მოახდინეს ტაქტიკური დონის კონტრიერიშებიდან წარმატებული, მცირე მასშტაბის ბლიცკრიკის მოწყობა ფლანგებზე უშუალოდ ზაპროჟიისა და დონეცკის რეგიონების საზღვრის მომიჯნავედ და ზაპორჟიის დასავლეთ ფლანგზე…

უკრაინულმა ქვედანაყოფებმა გაათავისუფლეს შემდეგი დასახლებები: ნესკუჩნოე, ბლაგოდოტნოე, მაკარივკა,
უკრაინულმა ქვედანაყოფებმა, ასევე უკვე დაიკავეს: სტარომაიორსკოე და ზავიტნიე ვაჟანიას დასახლებები….
ზაპორჟიის ფრონტის დასავლეთ ფლანგზე წარმატებული მანევრების შემდგომ დაიკავეს: ლუბკოვცე, პიატიხატკი, ჟერებიანკა…

ზაპოროჟიის ფრონტის ცენტრალურ მონაკვეთზე(ორეხოვო) სამწუხაროდ უკრაინის არმიის კონტრიერიში წარუმატებელი აღმოჩნდა კიდევე ერთხელ…გარკვეული დანაკაგრების შემდგომ დაიწყო გადაჯგუფება შემდგომი მანევრებისათვის, აღნიშნულ მიმართულებაზე ჩვენთვის კარგად ნაცნობი 58-ე არმია(რომელიც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა) იკავებს პოზიციებს რუსუთის არმიის სადესანტო ნაწილებთა ერთად, აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს საფრთხეს უკრაინის ქვედანაყოფებისათვის, რადგან ხერსონიდან გადმოსროლილი ნაწილების მიღების შემდგომ შესაძლოა მათ სცადონ ორივე ფლანგზე სიღრმეში შეჭრილი უკრაინული დანაყოფების მომარაგების გზების გადაკეტვა…

უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა ასევე მანევრების განხორციელება დაიწყეს ლუჰანსკის ფრონტზე კუპიანსკი სვატოვოს მონაკვეთზე რუსული საოკუპაციო ძალების მიმართულებით, ასევე დონეცკის რეგიონში ავდეევკა ბახმუტის ფრონტების მიმართულებაზე…

უკრაინის არმიის შემდგომი წარმატება დამოკიდებული იქნება:

?რუსურსების სწორად გადანაწილებაზე- რაშიც იგულისხმება როგორც დროული ლოჯისტიკური უზრუნველყოფა საბრძოლო მასალებით ფრონტის მიმართულებების, ასევე სახმელეთო ძალების პოტენციალის შესაბამისად შეფასება და შემდგომ მისი განოყენება ოპერატიულ-ტაქტიკური ამოცანების შესასრულებლად, ბუნებრივია ერთდროულად ფრონტის რამდენიმე მიმართულებაზე კონტრშეტევები წარმატებული ვერ იქნება,(რთულია რამდენიმე მიმართულებაზე შეტევების ინტენსივობა შეინარჩუნო) ოკუპანტების მთავარი შეცდომა სწორედ ეს იყო ზამთრის კამპანიის დაწყების შემდგომ,(როდესაც დაიწყეს მასირებული შეტევები ვუჰლედარში, მარინკაში, ავდეევკაში, სოლედარში, ბახმუტში) მათ სწორად ვერ გადაანაწილეს რესურსები და გამოიფიტნენ, გამომდინარე აქედან უკრაინის არმია დღეს-დღეისობით უკვე ფლობს ოპეტატიულ-ტაქტიკურ ინიციატივას(რომლის განმაპიორებებლია სხვა ბევრი ფაქტორიც…)
?სამხედრო ოპერაციების დაგეგმარება ბრძოლის ველზე არსებულ ოპერატიულ-ტაქტიკური ვითარებიდან გამომდინარე -ცალსახად შესაძლოა ითქვას რომ უკრაინელებმა შეცვალეს შეტევების ტაქტიკა, დაიწყეს რუსული გამაგრებული პოზიციებიის ფლანგებიდან შემოვლა ( ბალაკლეა-იზიუმის გარღვევის მსგავსად, ა.სირსკის ხელწერას ჰგავს) ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ რაც რამდენიმე დღიანი ბრძოლის დაზვერვის შემდგომ უკრაინულმა ქვედანაყოფებმა სუსტი ნაპრალები იპოვეს მოწინააღმდეგის თავდცავის პოზიციებში(სამწუხაროდ გარკვეული დანაკარგების ფასად)…
?მანევრების მაღალი ტემპი, რომელიც მოითხოვს ძალზედ დიდ რესურსებს და სამხედრო ინტელექტს, უკრაინის გენშტაბი მოქმედების დინამიკაში შეიმჩნევა სხვადასხვა მოქმედებების ეფექტური სცენარების პერსპექტივა სტრატეგიულ დონეზე,

მანევრირების მაღალი ტემპი კოორდინაციისა და დროული/სრული სადაზვერვო ინფორმაციის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ვნახეთ რომ უკრაინის არმიის მანევრების ტემპის დინამიკა უფრო და უფრო იმატებს წარმატებით, ეს ცალსახად მიუთითებს პირველრიგში მაღალ სამხედრო ინტელექტზე და სამხედრო ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობაზე…

უკრაინის არმიიის კომბინორებული სამხედრო ქვედანაყოფები კონტრიერიშების შემდგომ ახდენს გადაჯგუფებას დაკავებული პოზიციების გამაგრებას, პლაცდარმის მომზადებას შემდგომი შეტევებისათვის რომ საპასუხო რუსული საოკუპაციო ძალების კონტრშეტევის პრევენცია მოახდინოს…

ეს მხოლოდ დასაწყისია… უკრაინის არმიის შეტევების ტემპი პიკს მიაღწევს მას შემდგომ როდესაც ის მიიღებს სამხედრო ავიციას(F-16, F-18) და Atacms-ის 300 კილომტრზე მოქმედ ტაქტკირ რაკეტებს…” – აცხადებს რუსლან შავაძე.