უკრაინელებმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ოპიტნის დასახლების ნაწილი დაიკავეს – ინფორმაციას ამის შესხებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს. მისი თქმით, ფრონტის იმ ნაწილებზე, სადაც უკრაინელებმა წარმატებას მიაღწიეს, შეიარაღებული ძალები მაგრდებიან.
- “თავდაცვის ძალებმა დაიკავეს ოპიტნის დასახლების ნაწილი და გასული კვირის განმავლობაში ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს ნოვომაიორსკის რაიონში,” – თქვა მალიარმა.