უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 19 დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 19 დრონი გაანადგურეს.

„საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ხერსონის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხმელნიცკისა და ლვოვის ოლქებში მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონი განადგურდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 21 დრონი გაუშვეს.