უკრაინელებმა ბელგოროდში, რუსეთის ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის კომპლექსი C-400 „ტრიუმფი“ გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია, უკრაინის უშიშროების სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სპეცსამსახურის დრონებით თავდასხმა გასულ ღამეს მოხდა.
ერთი ასეთი კომპლექსი დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი ღირს.
რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ისმის 20-მდე აფეთქება “ტრიუმფისა” და მისი სარადარო სისტემის ლოკაციებზე.
ეს უკვე მეორე “ტრიუმფის” კომპლექსია, რომელიც SBU-მ გაანადგურა ბოლო ერთ თვეში. პირველი დარტყმა “ტრიუმფზე” უკრაინამ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, 14 სექტემბერს მიიტანა.