უკრაინელებმა ქვეყნის სამხრეთით დიდი რაოდენობით რუსული ტექნიკა გაანადგურეს – ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ხერსონში, მელიტოპოლსა და ტოკმაკში რუსული ძალების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა გაანადგურეს. მათ შორის სატვირთო მანქანები, სამხედრო ტექნიკა, 10-მდე ერთეული იარაღი, და 20-მდე რუსი ოკუპანტი.
- “ზაპოროჟიეს ოლქის ტოკმაკისა და ჩერნიგოვკას ტერიტორიებზე მტრის C-300 სარაკეტო კომპლექსი და ხუთი ერთეული სამხედრო ტექნიკა განადგურდა, 50-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაჭრილია. დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები სოლედარის, კურდიუმივკას, ზაიცევოს, მაიორსკის, ბახმუტის, კამიანკას და პერვომაისკის რეგიონებში,” – განაცხადა გენერალურმა შტაბმა.