“მინდა გკითხოთ, კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა სამოქალაქო და შემდეგ 2008 წელს რუსეთთან, პატარა ერი, 4 მილიონიანი მოსახლეობით, პირდაპირ შევიდა ომში რუსეთთან. ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის მნიშვნელოვანი, ჩემი ამოცანა, ჩემი ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ჩემი ხალხის დაცვა”