უკრაინის არც ერთი დიდი ქალაქი არ დაეცა, ეს რუსეთისთვის დიდი მარცხია – კულება

“უკრაინის არც ერთი დიდი ქალაქი არ დაეცა, ეს რუსეთისთვის დიდი მარცხია” – განაცხადა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულბამ.მისი თქმით, რუსეთმა ხმელეთიდან ვერც ერთი დიდი ქალაქის დაპყრობა ვერ შეძლო ხოლო ახლა,  საჰაერო იერიშებს ყველა მიმართულებით ისვრის.

“რუსეთმა შეცვალა ტაქტიკა. მან ვერ შეძლო ჩვენი ქალაქების დაპყრობა ხმელეთით და ახლა მათ დაიწყეს ჩვენი ქალაქების განურჩეველი დაბომბვა. ჩვენ გავუნადგურეთ მათ იარაღი. მათ სურთ მეომრების ნებისყოფის გატეხვა, დაბომბვა ინტენსიურად გრძელდება, თუმცა ჩვენ მათ დიდი საფასურს გადავახდევინებთ. ქალაქების მცხოვრებლები მეომრების გვერდით იბრძვიან მამაცურად და სიცოცხლეს წირავენ, მტერს ტანკებს უნადგურებენ და არ აძლევენ მათ ქალაქების აღების საშუალებას. უკრაინის არც ერთი დიდი ქალაქი არ დაეცა. ეს რუსეთისთვის დიდი მარცხია,” – ამბობს დმიტრო კულება.