უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან. შესაბამისი განცხადება, უკრაინის დაზვერვამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
- საერთაშორისო სანქციების შემოღებით რუსეთმა დაკარგა სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს გავლით. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩაერიონ კონტრაბანდისტების საქმიანობაში. დღეისათვის ცნობილია რუსეთის ფედერაციაში სამხედრო დანიშნულების პროდუქტების მიწოდების კიდევ ერთი არხის შესახებ. ეს არის აღმოსავლეთ აზია. იქიდან ოკუპანტ ქვეყანას მიეწოდება საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ელექტრონიკის და ოპტიკური ხელსაწყოების დეტალები. ასევე განიხილება საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის”– ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.