უკრაინის მთელს ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაშია

უკრაინის მთელს ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაშია – უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე პავლიუკმა უკრაინელებს მოუწოდა არ მოახდინონ გამოცხადებული განგაშის იგნორირება, რადგან მოსალოდნელია ოკუპანტების მასიური სარაკეტო იერიში. ასევე უკრაინელები არ გამორიცხავენ მტრის რაკეტების საწყისი კურსის შეცვლას.

როგორც ცნობილია, ოკუპანტებმა კიდევ ერთი ზედაპირული და ერთი წყალქვეშა სარაკეტო მატარებელი დააყენა საბრძოლო მოვალეობაზე შავ ზღვაში. ბოლო გათვლებით, ახლა „კალიბროვის“ ჯამური ზალპი 20 რაკეტაა.

15:32. რაკეტები უახლოვდება ჟიტომირის რეგიონის საზღვრებს. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა ვიტალი ბუნეჩკომ განაცხადა.

15:28. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კრივი რიჰში აფეთქებების ხმების შესახებ.

15:25. ხმელნიცკის რაიონში მუშაობს უკრაინის საჰაერო თავდაცა. გავრცელებული ინფორმაციით ჩამოგდებულია ოკუპანტების რაკეტები. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

15:12. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ დაბომბვა ფართომასშტაბიანია.

15:08. ლვოვის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე არსებობს, განაცხადა OVA-ს თავმჯდომარემ კოზიცკიმ.

15:05. სამხედრო კორესპონდენტი ანდრეი ცაპლიენკო წერს, რომ კიევის მიმართულებით სულ მცირე 10 რაკეტა გაუშვეს.

14:45 საათზე. ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ პირველი რუსული რაკეტები უკვე უკრაინის თავზეა.