“უკრაინის ტერიტორიაზე 400 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება” – აცხადებს ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი.
„რა თქმა უნდა, ეს პირადი შემადგენლობის არცთუ მცირე რაოდენობაა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს არმიასთან, რომელსაც მრავალი თვალსაზრისით ვეღარ ვუწოდებთ თანამედროვე არმიას, არის დიდი რაოდენობით იარაღი, კერძოდ, ჯავშანტექნიკა და ავიაცია. ამიტომ მტერი, რა თქმა უნდა, რჩება სახიფათო“, – განმარტა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს სამობილიზაციო ზომების გატარებას და ეს პროცესი არ შეჩერებულა მთელი ზაფხულის განმავლობაში.
„ამიტომ, ვიფიქროთ, რომ მტერი დაელოდება უკრაინელებს წინსვლას იმისთვის, რომ მათ დაარტყას, ჩვენი მხრიდან, ალბათ, არასწორი იქნებოდა. 2022 წლის სცენარის იმ სახით გამეორებაზე საუბარი არ არის, მაგრამ ზოგიერთ რაიონში მტერი გააგრძელებს ცალკეული შეტევითი ოპერაციების განხორციელების მცდელობას“, – განაცხადა ანდრეი იუსოვმა.