უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა დეტალურად განმარტა, თუ რას გააკეთებს უკრაინის ხელისუფლება რუსების მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის გასათავისუფლებლად.
ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის 12 ნაბიჯი გადაიდგმება, – წერს ოფიციალური პირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. დანილოვმა აღნიშნა, რომ პირველ ნაბიჯად – ყირიმში ძეგლის “Русский военный корабль идет на*уй” განთავსების საკითხი განიხილება. „სახელმწიფო სახსრების დაზოგვის მიზნით, ძეგლის კვარცხლბეკად შესაძლოა სევასტოპოლში ჩაძირული გემების ძეგლის კვარცხლბეკი იქნას გამოყენებული.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღწერა მე-2 ნაბიჯი – მიმდინარეობს მუშაობა პერსონალური შეფასების ლუსტრაციულ მექანიზმზე, რომლის წყალობითაც დადგინდება კონკრეტული პირის ჩართულობის ხარისხი ოკუპანტების მხარდაჭერაში, და მათ შეეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. (როგორც კენჭისყრა, ისე ხმის მიცემა).
გარდა ამისა, უკრაინელი საჯარო მოხელეები, რომლებმაც დაიწყეს მტრისთვის მუშაობა, სასამართლოს წინაშე აღმოჩნდებიან – მათ ემუქრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ან სახელმწიფო პენსიის ჩამორთმევა და სახელმწიფო უწყებებში მუშაობის აკრძალვა (ნაბიჯი 3).
”რუსეთი ან სხვა ფორმირება, რომელსაც პრეტენზია ექნებათ მემკვიდრეობითობაზე სრულად უზრუნველყოფენ ყველა იმ პირის უპირობო და სრულ ექსტრადიციას, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სახელმწიფო ღალატში და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებში. ეს ეხება როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობენ ომის დანაშაულებში (საერთაშორისო დანაშაულები, რომლებსაც არ აქვთ ხანდაზმულობა – გენოციდი, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული) ზოგადად ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად ყირიმში“, -ეს არის მეოთხე ნაბიჯი დანილოვის განცხადებით.
რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტებს ემუქრება პატიმრობა, პენსიების, ტიტულების და ქონების ჩამორთმევა (ნაბიჯი 5). რუსები, რომლებიც არალეგალურად ჩავიდნენ ყირიმში საცხოვრებლად ოკუპაციის შემდეგ, იძულებულნი იქნებიან დატოვონ ნახევარკუნძული კანონით განსაზღვრულ ვადაში (ნაბიჯი 6). ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტების მიერ მითვისებული ქონება კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდება (ნაბიჯი 7).
”ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ქერჩის სატრანსპორტო გადასასვლელის დემონტაჟი ხდება ნაოსნობის სრული თავისუფლების უზრუნველსაყოფად, კომპენსაციის პროგრამის ფარგლებში… ხორციელდება ყოვლისმომცველი დეტოქსიკაციის პროგრამა – ნახევარკუნძულის მოსახლეობის ნაწილის საზოგადოებრივ ცნობიერებაზე რუსეთის პროპაგანდის მრავალწლიანი ზემოქმედების გრძელვადიანი შედეგების განეიტრალება.“ – ასეთია უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის თქმით 8–ე და 9–ე საფეხურები.
ასევე შეიქმნება დოკუმენტური ბაზა უკრაინელების წინააღმდეგ რუსების დანაშაულის ფაქტების შესახებ. უკრაინელი და ყირიმელი თათარი აქტივისტები აღდგებიან უფლებებში (ნაბიჯი 10). რუსეთის ფედერაციის პოლიტპატიმრები დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან და მათზე მორალური ზიანის ანაზღაურება გაიცემა. (ნაბიჯი 11).
„რაშიზმის იდეოლოგიაში , ნეგატიური მითების შექმნისა და ისტორიის გადაწერის სისტემის ადგილისა და როლის გათვალისწინებით, ეგრეთ წოდებული „რუსეთის დიდების ქალაქი“ (რომლის „დიდება“, კერძოდ, საკუთარი ფლოტის ჩაძირვაშია,ბრძოლაში შესვლის გარეშე) დაერქმევა ” ობიექტი ნომერი 6. “უკრაინის უმაღლესი რადა მოგვიანებით გადაწყვეტს ქალაქის ახალ სახელს. შესაძლოა ეს იყოს ახტიარი”, – აღწერა დანილოვმა ნაბიჯი 12.