უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით დონეცკში, ბახმუტთან რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

დონეცკის ოლქის პოდგორნოეს რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მისი ტიპის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, თუმცა სავარაუდოდ ეს არის «Су-34»  იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საღამოს ოპერატიულ მოხსენებაში.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევას ავდეევკასა და ბახმუტის მიმართულებით და აქტიურად იყენებენ ავიაციას სახმელეთო ჯგუფების მხარდასაჭერად, ასევე გრძელდება თავდაცვითი პოზიციების აღჭურვა. რამდენიმე სოფელი დაიბომბა ტანკების, ნაღმტყორცნების, ქვემეხებისა და სარაკეტო არტილერიისგან.

დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 10 საჰაერო დარტყმა, ასევე 3 დაბომბვა განახორციელეს  სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და ფრონტის აზის გასწვრივ დასახლებებზე. ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმა მოხვდა ქალაქ კრამატორსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას (გენერალური შტაბი არ აკონკრეტებს, რომელს).

ასევე, უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინის მასშტაბით რჩება სარაკეტო დარტყმის საფრთხე ენერგოსისტემის ობიექტებზე და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

რუსეთი განაგრძობს ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიების  გამაგრებას, ამ მიმართულებით რამდენიმე უკრაინული დასახლება საარტილერიო დაბომბვას დაექვემდებარა.

კუპიანსკის და ლიმანსკის, ნოვოპავლოვსკის, ზაპორიჟჟიასა და ხერსონის მიმართულებებზე რუსული ჯარები თავდაცვის ხაზს ამაგრებენ  და მიმდებარე ტერიტორიებს ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხიებით და სარაკეტო არტილერიით ბომბავენ. ხერსონის და მისი გარეუბნების დაბომბვა არ წყდება.

რუსული ჯარების დანაკარგებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, პარასკევს შეადგინა 14 დაღუპული და 300 დაჭრილი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ გასული დღის განმავლობაში 13 დარტყმა მიაყენა რუსეთის არმიის პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს, დაარტყა 2 სამეთაურო პუნქტს, საბრძოლო მასალის საწყობს და პერსონალის, იარაღის და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 2 უბანს– ნათვქამია გენშტაბის ანგარიშში.

რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი – სარჯველაძე ზელენსკის განცხადებაზე

"რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი "- ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის...

არავინ უნდა იფიქროს, ომი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვების გარეშე შეიძლება გადაწყდეს” –...

"არავინ უნდა იფიქროს, ომი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვების გარეშე შეიძლება გადაწყდეს" -...

კარასინი–აბაშიძის სკანდალური ჩანაწერი–საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან საიდუმლოდ თანამშრომლობს

“კიბერკმარამ“გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე რუსეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტზე...

ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა – ენმ

"ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობაპარტიაში ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებთან და...

რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ.ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაშია...

ზელენსკი – საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ?

საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს?, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ...

გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – კირილენკო

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 31 იანვარს, რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2...

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ერმაკი

"რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კრემლი ცდილობს შური იძიოს ბრძოლის თითქმის ერთი...

კოკაინი, ჯადოქარი, სამეფო ოჯახის კულუარები და ძმების ხელჩართული ჩხუბი –სენსაციური ეპიზოდები პრინცი ჰარის მემუარებიდან

პრინცი ჰარის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მემუარები   "სათადარიგო" სამეფო ოჯახის წევრების მიმართ   სენსაციურ განცხადებებს და ბრალდებებს შეიცავს, დაწყებული კოკაინისა და მარიხუანას მოხმარებიდან თავად ჰარის მიერ,სკოლის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

ბრიუს უილისის მდგომარეობა თანდათან მძიმდება

67 წლის ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი, რომელსაც აფაზიის დიაგნოზი აქვს დღეებს მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ატარებს. მისმა 44 წლის მეუღლემ ემა ჰემინგმა Instagram-ზე გამომწერებს აჩვენა,...