უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შემდეგ, ზელენსკიმ გენერალური შტაბის უფროსიც შეცვალა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენებიდან მეორე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გენერალური შტაბის უფროსის სერგეი შაპტალას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განაცხადა.

ზელენსკიმ ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გენერალური შტაბის ახალ უფროსად გენერალ-მაიორი  სერგეი შაპტალას ანატოლი ბარგილევიჩი შეცვლის.

„შეხვედრების შედეგებიდან გამომდინარე, პირველი: შევცვალე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. მადლობას ვუხდი გენერალ-ლეიტენანტ სერგეი შაპტალას გაწეული სამსახურისთვის […] გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი დავნიშნე გენერალური შტაბის ახალ უფროსად, მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის წინადადებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა, რომ სირსკიმ პარასკევს შეარჩია საკუთარი მოადგილეები და ის ხელს მოაწერს შესაბამის განკარგულებებს.

„ყველა მათგანი მებრძოლია, პროფესიონალი ბიჭები, თითოეულს აქვს მკაფიო ცოდნა ფრონტისა და უკრაინელი ჯარისკაცების რეალური საჭიროებების შესახებ“, – დასძინა ზელენსკიმ.