“უმთავრესი პრინციპია, რომ უკლებლივ ყველას მერი ვარ” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ მე ვარ უკლებლივ ყველას მერი. რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად. ეს მიდგომა არ არსებობდა 2017 წლიდან მოყოლებული და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას. მე ვიქნები ყველას მერი და მზად ვარ, თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რათა თბილისი ყველაზე მწვანე, კომფორტულ, ჯანსაღ და მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ. ამ მიზნების მისაღწევად, თითოეული თბილისელის ჩართულობა და აქტიურობაა საჭირო. მე თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდების, მშრომელი და განათლებული ახალი თაობის აქტიურობის დიდი იმედი მაქვს, რადგანაც ჩემი გულწრფელი სურვილია, ამ ქალაქის ისტორია ერთად დავწეროთ და ერთად გავხადოთ თბილისი ბევრად უკეთესი, ვიდრე ის დღეს არის. ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო.”- განაცხადა კალაძემ.