უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს – მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღეს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს, უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, კულტურის კომიტეტის შექმნის ინიციატივა, საგამოძიებო კომისიის საკითხი და პარლამენტში პროკურატურის მიერ შემოტანილი შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალის ამოცანაა, უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა, უპირობოდ დავიცვათ თანასწორობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილებით არ შევაფერხოთ მართლმსაჯულების აღსრულება.

სამწუხაროდ, ნიკა მელიას, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ. ამავდროულად, მან საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა – უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ , ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას. შესაბამისად, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი. აქვე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ხაზგასმით აღვნიშნავთ – დღეს, ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად ნიკა მელიაა და მას კიდევ რამდენიმე დღე რჩება, რომ კარგად გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება“, – აცხადებს მდინარაძე.

რომ მოიგონ, შეიძლება გადაგვაგდონ, ან დაგვიჭირონ – მეგრელიშვილი ოპოზიციაზე

პარტია გირჩის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ამჟამად როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება აშინებს. ,,ეს ხალხი...

მათთვის ვინც ვერ გაიგო: სიძულვილის ენის დაგმობა არაა ძალადობის წახალისება – ბოჭორიშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი, რომელმაც თქვა, რომ "არც ჟურნალისტებისგან აკლიათ სიძულვილის ენა", დამატებით განმარტებას ავრცელებს. მისი...

ძალადობა დანაშაულია და უფრო ამაზრზენია, თუ ის ბავშვის თვალწინ ხდება – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და მომხდარ ფაქტს მიუღებლად მიიჩნევს. "ძალადობა...

ვოლსკი: შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს – ეს არ არის წინადადება

პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორების ინტერესია, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია არ მოხდეს. მისივე...

ჟიჟილაშვილი: მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და ფოტოებს მიღებდნენ

ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი ნინი ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა იშვიათი არ არის. როგორც ჟიჟილაშვილმა სოფო ზურაბიანის...

უმრავლესობის აზრი ემთხვევა საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას – მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მმართველი პარტიისა...

ძალადობა არსებული პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია – პრეზიდენტი სანაიაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახი სანაიაზე და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და ძალადობას...

ბალტიის ქვეყნების საგარეო მინისტრები მელიას დაკავებაზე განცხადებას ავრცელებენ

ბალტიის ქვეყნების, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ევა-მარია ლიიმეტსმა, ედგარს რინკევიჩმა და...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო