უნგრეთი, ჯაშუშობის ბრალდებით, ორ უკრაინელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.
“უნგრელების წინააღმდეგ ბოლო კამპანიას იგივე მიზანი აქვს, რაც წინებს. ჩვენ, უნგრელებს, მშვიდობა გვინდა, ომზე უარს ვამბობთ, უკრაინას არასდროს მიაწვდიდით იარაღს და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას. ჩვენ არავის მიგვიცია და არც არავის მივცემთ უფლებას, ამ ომში ჩაგვითრიოს”, – თქვა სიიარტომ.
სავარაუდოდ, ეს არის საპასუხო ზომა, რომელიც ორბანის მთავრობამ უკრაინაში გამოვლენილი ჯაშუშური ქსელისა და 2 პირის დაკავების შემდეგ მიიღო.
დღეს SBU-მ გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშური ქსელი გამოავლინა. მათი ინფორმაციით, ჯგუფის ამოცანა იყო ზაკარპატიის რეგიონის სამხედრო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რეგიონის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის დაუცველი წერტილების ძიება და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლა, თუ რეგიონში უნგრული ჯარები შევიდოდნენ.