“უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან” – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

“უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან” – ამის შესახებ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს დარღვევები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ. ასევე უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერის ღონისძიებები საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის კონტექსტში“, – ნათქვამია განცხადებაში.