უნდა დაემშვიდობოს თანამდებობას – გია აბაშიძე დანიაში საქართველოს ელჩზე

სამთავრობო ტელეკომპანია იმედის წამყვანი, გია აბაშიძე Facebook-ზე წერს, რომ დანიაში საქართველოს ელჩმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

“არცერთი ქვეყნის ელჩი მისი სამშობლოს და არც სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების სამართალდამცავი, საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობას საჯაროდ ეჭვქვეშ არ აყენებს! თუ აყენებს, მაშინ ემშვიდობება თანამდებობას! 2X2=4!” – წერს გია აბაშიძე.

გუშინ დანიაში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილ უფროსს, ივერი მელაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა. ელჩმა მისთვის წარდგენილ ბრალს აბსურდული უწოდა.

“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება”, – დაწერა გიგიაძემ ფეისბუქ გვერდზე.

გუშინ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი საქართველოს საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

მათ დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

“წინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა-ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით” – ლევან...

"წინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა - ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით...

გურჯაანში მეუღლისა და მეზობლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და კიდევ...

არ დავუშვათ დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი – ივანიშვილი ოპოზიციის ამომრჩეველზე

"არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი"- ამის შესახებ პარტია...

“კვლავ მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები…” – ბიძინა ივანიშვილი

"მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები.. "- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა...

არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან – ივანიშვილი

მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს - ხვალ არცერთი ჩვენთაგანი...

მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება – ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. "საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს,...

საპატრიარქო ორი მღვდლის დასჯას ითხოვს

"ისინი ყინწვისში განსხვავებულად შეიმოსნენ და წირეს"- საქართველოს საპატრიარქო, რუის-ურბნისის ეპარქიის ორი მღვდელმონაზვნის მიერ, მათივე...

ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო? – ინაშვილი რუსულად შესრულებულ “თბილისოზე”

"თავისუფლების მოედნიდან რუსულად იმღერეს, ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო?"- ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო