უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოშლილია – ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრი, ლიზ ტრასი აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკა უნდა ჩამოიშალოს, რათა მან ვეღარ დააფინანსოს პუტინის ომის მანქანა.

მისი თქმით, რუსული აგრესიის დაძლევა არის ბრძოლა “არა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის”, არამედ “ჩვენი ყველას თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის”.

“ჩვენ გვჭირდება რუსეთის ეკონომიკის დეგრადაცია. უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოშლილია და მას არ შეუძლია გააგრძელოს პუტინის და ომის მანქანა დაფინანსება“,- თქვა ტრასმა BBC-ის ცნობით.

მანვე აღნიშნა, რომ SWIFT-დან უნდა გაითიშოს ყველა რუსული ბანკი და შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე.