„უნდა შენარჩუნდეს ინსტიტუცია“ – ეკატერინე მიქაბაძე სებ-ის საბჭოს დატოვებას არ აპირებს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე მიქაბაძე სებ-ის დატოვებას არ აპირებს და BM.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ”ინსტიტუციის ქმედუნარიანობა უნდა შენარჩუნდეს”.

„ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია… ინსტიტუციის ქმედითუნარიანობის შენარჩუნების მიზნით… უნდა შენარჩუნდეს ინსტიტუცია“, – განაცხადა მიქაბაძემ.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა და სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვა მოუხსნა, თანამდებობები ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა და საბჭოს წევრმა, პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა დატოვეს.