საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ უნებართვო გარევაჭრობასა და არასათანადო რეკლამის განთავსებაზე ჯარიმები გავრცელდება.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობისა და არასათანადო რეკლამის განთავსებისათვის დარღვევებზე სანქციები და ჯარიმების გავრცელდება.
აღნიშნულ მუხლებს ემატება სანქციები ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის.
“მთავრობის წევრებმა განიხილეს ასევე “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოწესრიგდება დიპლომატიურ სამსახურში როტაციის ციკლი, რომლითაც დარეგულირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თანამშრომელთა გრძელვადიანი მივლინებით წარგზავნის წესი და ვადები”.- აღნიშნულია მთავრობის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.