საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ, რომ რუსეთს მომავალი მოლაპარაკებების დროს „საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები“ სჭირდება, საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა და რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების ჯგუფის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ჩამოწერა პირობები შესაძლო მოლაპარაკებების დასაწყებად.
როგორც მან Telegram-ზე დაწერა, უკრაინა მზადაა უზრუნველყოს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა, ამისთვის აგრესორმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს.
არახამიას თქმით, რუსეთმა 4 ნაბიჯი უნდა გადადგას:
” უკრაინა მზადაა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.
ამისთვის საჭიროა:
- რუსეთმა დატოვოს ჩვენი ტერიტორიები.
- გადაგვიხადოს რეპარაციები.
- დაისაჯოს ყველა სამხედრო დამნაშავე.
- ნებაყოფლობით ჩააბარონ ბირთვული იარაღი.
ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ მზად ვართ, მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას და რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ”- დაწერა არახამიამ.