ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემას რეაქციაში სალომე სამადაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის მწვავე პოლიტიკური დებატები შედგა.
დეკანოიძემ თქვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეთანხმებას იმის გამო არ მოაწერა ხელი რომ, სამართალდამცველების ამნისტირებასაც ითვალისწინებდა, რაზეც სამადაშვილმა უპასუხა, რომ ასე ყოფილა. სამადაშვილის თქმით, ის მოლაპარაკებებზე საერთოდ არ ყოფილა, ამიტომ არასწორი ინფორმაცია აქვს.
“სალომე დამაცადე, ეს არის უზრდელობა, როცა არ მაცდი საუბარს”- მიმართა ყოფილ თანაგუნდელს ხატია დეკანოიძემ.
შემდეგ სამადაშვილმა საქართველოში ლიტვის საგარეო მინისტრის ვიზიტი გაიხსენა.
“ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული, სადაც ქალბატონმა ხატიამ, რომელიც წარმოადგენდა ენმ–ს, ბატონ ლანდსბერგისს მიმართა კითხვით, რა სხვა გზა არსებობს მელიას გასათავისუფლებლად გარდა იმისა, რაც შეთანხმებაშია ჩადებულიო. ამაზე, მე მგონია, ნახევრად ირონიული პასუხი მიიღო”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
“უსინდისობაა რასაც ამბობ, არ მოველოდი შენგან ამას. გასაგებია შენი პოზიცია, მაგრამ პროპაგანდისტულად ნუ…” – უპასუხა დეკანოიძემ.