უცნობი სანაიაზე თავდასხმელების გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს აანონსებს

მომღერალი გია გაჩეჩილაძე ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციების ჩატარებას აპირებს.

უცნობის მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე “არაფერი მომხდარა”, ვახო სანაია კი “გალახული არ არის”.

“ადამიანები როდესაც ეხმარებიან, აწვებიან [მანქანას], კარგად ხედავენ, ვისაც ეხმარებიან. რაღაცა მოხდა იქ ისეთი, ან რაღაცა შეურაცხყოფა თვითონ ამისგან მიყენებული, რაღაცაზე წამოაგო, მერე თვითონვე დარეკა მილიციაში. წლი-ნახევრის ბავშვს შეიძლება მოშივდეს, ან ხმამაღალ ლაპარაკში დაიწყოს ტირილი, ის რომ იქ რა ხდებოდა, იმაში ვერ ერკვევა, ხომ ცხადია. სპეკულანტობენ ამ ბავშვით.

მე მინდა, მივმართო პროკურატურას, გირაოთი გამოშვების შუამდგომლობა დააყენოს, თორემ აუცილებლად მოგიწევთ. არ ვაპირებ არანაირი მიტინგების ჩატარებას და მეგაფონებით სირბილს, ერთადერთ რაღაცას რასაც ვაპირებ – მოსვლას, დგომას და თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკვეტიდან დაწყებული, ყველაფერს, ასე, მდუმარედ. სანამ ადამიანების გულებში არ აღიძვრება სამართლიანობის მომენტი. გაფრთხილებთ, დაიკეტება ყველაფერი, პარალიზება მოხდება”,– ამბობს უცნობი საკუთარ გადაცემაში.

მისივე განცხადებით, ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს “სისტემის წინააღმდეგ” მარტო არ დატოვებენ და 29 აპრილს პროტესტს გამოხატავენ.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიასა და მის ოჯახს 25 თებერვალს, გვიან ღამით, თავს დაესხნენ. ჟურნალისტმა თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც.

ჟურნალისტი დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს. საქმეზე ბრალდებულ სამი პირს, სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეუფე იობის რეზიდენციაში მღვდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი აცხადებს, რომ ურბნელი მიტროპოლიტის, იობის რეზიდენციაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, სურამისა და...

ღარიბაშვილმა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მრჩეველი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველი წარადგინა. პოსტს სლოვაკეთის ყოფილი...

7 მაისი: დადასტურდა COVID-19-ის 1547 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა,...

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკში ვართ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო ეპიდსიტუაციის პიკშია. ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სექტორი ინფიცირებულთა...

ჭიჭინაძე ხელმომწერებს: გემი ჩაძირეთ, გადახტით და ახლა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვით?!

"არჩევნებზე მედლებს არ არიგებენ! ამიტომ, მათ მინდა ვუთხრა, მესამე ძალის შექმნა ვინც გამოგვიცხადა და...

თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღანელი დააკავა. უწყების ცნობით, ისინი უნებართვოდ და...

“მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის ჩანაცვლების პროცესი“–ზურაბიშვილი ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლაზე

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყოს,...

პირველი არხის წამყვანი: ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერის

პირველი არხის ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე დავით-გარეჯის თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ფილმის გამო ივერი...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

აშშ–ში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტის აკრძალვას გეგმავენ

აშშ–ს კვების პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტების წარმოებას და გაყიდვას მთლიანად აკრძალავს. ამ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...