უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების რეჟიმი 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით პრემიერის დავალებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყებამდე, ინტენსიური შეხვედრები გაიმართება ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპს ისინი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდნენ და უზრუნველყოფილი იყოს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები როგორც სავაჭრო სფეროში, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ  ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოები და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა. ითქვა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.

პრესსამსახურის ინფორმაციით საკოორდინაციო საბჭომ კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან განახლებული ინფორმაცია მიიღო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ ამ კუთხით გაწეული სამუშაოს შესახებ. აღინიშნა, რომ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, თუმცა ამის უპირველესი წინაპირობა ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა – ის უნდა იყოს პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება. ითქვა, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს ვაქცინების შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და არსებული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება. მთავრობის ინფორმაციით სპეციალური კომისია აქტიურად მუშაობს ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, რომელიც შესაბამის სამიზნე ჯგუფებს და ქვეყანაში ვაქცინაციის ჩატარების ეტაპებს განსაზღვრავს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 239 780 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 226 215 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 796 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 506 ადამიანი,  კლინიკურ სასტუმროებში – 722 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3 929 პირი.

“Covidვაქცინაციასთან დაკავშირებული ნაციონალიზმი მსოფლიოს კატასტროფული მორალური მარცხის წიანაშე აყენებს“- ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მსოფლიო კატასტროფული მორალური მარცხის წინაშეა Covid19-ის ვაქცინის გავრცელების...

საქართველოს სურს ნატო-ში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის – ნატოს გენერალური მდივანი

"საქართველოს სურს ნატო-ში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის "- ნატოს გენერალური მდივანი...

ელისაშვილის ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა – ბურჯანაძე

" ელისაშვილის ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა" - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემა...

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის...

მოსალოდნელი საფრთხის გამო, კაპიტოლიუმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოსალოდნელი საფრთხის გამო, კაპიტოლიუმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ, BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული...

გვქონდა შეხვედრა და გარკვეული პირობები მისგან -იაგო ხვიჩია გიორგი ვაშაძის უარზე

"მოულოდნელი იყო ეს განცხადება, გვქონდა შეხვედრა და გარკვეული პირობები მისგან"- ამის შესახებ, "გირჩის" ლიდერმა,...

შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხებაო – რას ჰყვება ქართველი ექიმი

"სოციალურ ქსელში ექიმი ოთო აბესაძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გვიან ღამით მომხდარს დეტალურად იხსენებს:"- ...

Amnesty International-მა ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმრად ცნო

ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა რუსეთის ხელისუფლებისგან ალექსეი ნავალნის დაუყოვნებელი და უპირობო...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის ნახევარდამ მათ დაძაბულ ურთიერთობებს მთელი წიგნი მიუძღვნა, რომელიც იანვრის...

ვიდეო