“ოთხი დღე დაიკარგა ადამიანი, ოთხი დღე გაქრა საერთოდ და შემდეგ აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში და ისეთ ლიდერთან, რომელთანაც თანხმობაც კი არ ჰქონდა მოთხოვნილი – ანუ, დემონსტრაციულად, კიდევ უფრო უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ფუთავს და ამ შეფუთვის იმედად, რომ “მე ვითხოვ ქვეყნის ევროპულ მომავალს და სტატუსს, სადაც მინდა იქ ჩავალ და როგორც მინდა ისე დავარღვევ კონსტიტუციას”.
ამ შეფუთვის იმედად მერე ნაცების და მათი მთელი კლასტერიც მხარს უჭერს და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან ევროპელი ლიდერებიც, ბუნებრივი ამბავია, იქიდან გამომდინარე, რომ რა უნდა თქვას ნებისმიერი ქვეყნის ლიდერმა, რომელსაც ასე დაუკითხავად დაადგება სხვა ქვეყნის პრეზიდენტის? რას ეტყვიან – შენ როგორ გაბედე და შენი ქვეყნის მთავრობის ნებართვის გარეშე როგორ წამოხვედიო? იმდენად უხერხულ მდგომარეობას ქმნის, იმდენად დამაზიანებლად იქცევა, რომ შემდეგ შეფუთვაც აღარ შველის ამას”,
აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე.